აჰმედ ჩატაევის საქმე

წულუკიანი: ჩატაევის გათავისუფლებას ნაადრევად მივიჩნევდი

რაც შეეხება ჩატაევს და მის მფარველ სააკაშვილს, მე ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ჩატაევის გათავისუფლებამდე მქონდა კითხვები. რაკი მქონდა კითხვები, ამიტომაც მის გათავისუფლებას მივიჩნევდი ნაადრევად. თუმცა, მთავარმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ კონკრეტული, იარაღის უკანონო ტარების საქმეში, ბრალი ყოფილიყო მოხსნილი... დიახ, არსებობდა კითხვები, რადგან [მაშინდელი] პრეზიდენტი, ასევე, ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ბატონი ლორთქიფანიძე მოიაზრებოდნენ, როგორც ჩატაევის ქვეყანაში შემომყვანები უკრაინიდან. ისინი იყენებდნენ ჩატაევს სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემებზე და როდესაც რაღაც არ მოეწონათ, ჩატაევი ჩასვეს ციხეში და ასე ციხეში ჩასმული დაგვხვდა ჩვენ. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია... აუცილებლად იქნება [გამოძიებული], მე თქვენ, რუსთავი ორს გპირდებით, რომ ეს იქნება გამოძიებული, როგორც კი სააკაშვილი აღმოჩნდება ქართველი სამართალდამცველების ხელში.

რუსთავი 2-ის ცნობით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე, რომელიც შესაძლოა, თურქეთის ტერაქტის თანამონაწილე იყოს. აღსანიშნავია, რომ არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს, საქართველოს პროკურატურას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, მას ჰქონდა უფლებამოსილება, შეეცვალა ქვემდგომი პროკურორის ის გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმებოდა.

კომენტარები