ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

კობახიძე წერეთელზე: იგივეა, გაერო-ს ხელმძღვანელად ბერია რომ დაასახელონ

გიგი წერეთელი არის საქართველოს მოქალაქე, ჩვენი დელეგაციის წარმომადგენელი. მე არ მგონია, რომ ეს მთავარი ფაქტორი უნდა იყოს. აქ მნიშვნელოვანია სწორედ, თუ რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს ის და რა ღირებულებების მატარებელია, რამდენად სცემდა პატივს ეს პოლიტიკური გუნდი ადამიანის უფლებებს და რამდენად მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რის ირგვლივაც ეუთო შეიქმნა. დაახლოებით იგივეა, ვთქვათ გაერო-ს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა იმიტომ, რომ ის ქართველია. შეიძლება ეს შეფასება არ მოეწონოს გიგი წერეთელს ან ბატონ დავით უსუფაშვილს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს უჭერს მხარს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ხსნის, რატომ არ უჭერს მხარს მისი გუნდი, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგი წერეთლის კანდიდატურას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე [წყარო: ინტერპრესნიუსი]

კომენტარები