ვარშავის სამიტი

მიშველაძე კერის ვიზიტზე: ვარშავის სამიტის წინ ასეთი ვიზიტი უპირობო მხარდაჭერაა

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში სამიტის ფარგლებში გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ სამიტის შემდეგ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ბერკეტი გარე საფრთხეებთან გასამკლავებლად. აქვე გვინდა, ხაზი გაუსვათ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოში. ვარშავის სამიტის წინ ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მიანიშნებს უპირობო და მყარ მხარდაჭერას, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით. ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ეს ვიზიტი მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. ჯონ კერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო არჩევნების წინ

პრეზიდენტის პრესმდივანი ეკა მიშველაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტზე

კომენტარები