აჭარის მთავრობა

ვასაძე: აჭარაში ვერ შესრულდა ის დაპირებები, რითაც ქართული ოცნება მოვიდა

გადაწყვეტილება არჩილ ხაბაძის გადადგომის თაობაზე სწორია, თუმცა არის დაგვიანებული იმდენად, რამდენადაც ის, რაც ახლა ხდება, ამაზე მე არათუ მივანიშნებდი, არამედ ძალიან მწვავედ ვამბობდი, ვასაჯაროვებდი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. ქართულ ოცნებას მოსახლეობასთან არჩილ ხაბაძესთან ერთად არ მიესვლება. ხდება რეიტინგების შემოწმება და როგორც ამბობენ, არჩილ ხაბაძე ამ რეიტინგში საერთოდ არ იკითხება. მოგეხსენებათ, რეიტინგს ქმნის უმაღლესი საბჭო რეგიონში, ქმნის მთავრობა, ქმნიან გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირები, ქმნის პოლიტიკური გუნდი. აი, ჩვენს შემთხვევაში რეგიონში ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ვერც უმაღლესმა საბჭომ, ვერც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და ვერც კონკრეტული თანამდებობის პირებმა ვერ შეძლეს იმ დაპირებების შესრულება, რომლებითაც მოვიდა ქართული ოცნება. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე აჭარის მთავრობის თავჯდომარის, არჩილ ხაბაძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები