ვარშალომიძე: ბევრი პროექტი დავტოვეთ, მაგრამ უნიათობის გამო ვერ დაამთავრეს

ჩემი ჩამოსვლის მიზანია, რომ ჩავუდგე სათავეში ჩვენი გუნდის საარჩევნო კამპანიას და მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და მოვიგოთ. 8-ში უნდა გავიმარჯვოთ და 9-ში უნდა დავიწყოთ მუშაობა. დასაკარგი დრო არა აქვს ქვეყანას და რეგიონს. ჩვენ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ბევრი პროექტი დავუტოვეთ, მაგრამ უნიათობისა და უუნარობის გამო, მათ ეს პროექტები ვერ დაამთავრეს. ჩვენი მიზანია, ეს უუნარო მთავრობა შევცვალოთ და დავიწყოთ მუშაობა ხალხთან ერთად. წავაგეთ არჩევნები, ამ წაგებას ჰქონდა მიზეზებიც. ძალიან სწრაფი ტემპი იყო, ბევრმა აღლო აუღო, ბევრმა ვერა. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ხალხის ჩართულობა იყო ნაკლები. ახლა ვიძლევი პირობას, რომ მიეცემათ მოქალაქეებს ჩართულობის საშუალება და პროექტები მათთან ერთად განხორციელდება. ჩვენ სისწრაფესთან ერთად ბევრ შეცდომას ვუშვებდით

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები