ჯონ კერის ვიზიტი

კერი: მნიშვნელოვანია, საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები

მე ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ, თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა ჩვენი სტრატეგიგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ. რადგან, კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრიანება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგან ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენი წინსვლისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის დაწყების წინ. ოფიციალური თარგმანი.

კომენტარები