ჯონ კერის ვიზიტი

ხოშტარია: სამწუხაროა, რომ ესაა მხოლოდ ერთი ვიზიტი ამ 4 წლის განმავლობაში

ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკა წლების განმავლობაში იყო უსაფრთხოების გარანტი, რუსეთისგან მომავალი საფრთხეებისგან ჩვენი მთავარი დამცველი, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მთავარი მხარდამჭერი, NATO-ში ინტეგრაციის ლოკომოტივი, დემოკრატიული პროცესების გარანტი და ამიტომ, ბუნებრივია, რაც უფრო ხშირად გაიმართება ასეთი დონის ვიზიტები, ეს მით უფრო აძლიერებს ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროა, რომ ესაა მხოლოდ ერთი ვიზიტი ამ 4 წლის განმავლობაში. ნამდვილად იყო იმის საშუალება, რომ უფრო ინტენსიური ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობები ამ 4 წლის განმავლობაში იგივე ამერიკასთან. სამწუხაროდ, ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართული იყო არა კონკრეტული შედეგების მიღწევაზე ყველა მიმართულებით, რომელიც მე ჩამოვთვალე, არამედ იყო ძირითადად ოპოზიციის დისკრედიტაციაზე. ჩვენ გვახსოვს ვიზიტები, რომლებიც პირდაპირ ეძღვნებოდა ოპოზიციის ლანძღვას... ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც რუსთავი 2-ის გამო ჩვენ ამერიკა გვესაუბრება, რომ ქვეყანამ შეიძლება რაღაცა ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვერ გამოვიყენეთ ის პოზიტიური პოტენციალი, რომელიც ამერიკასთან ურთიერთობაში გვაქვს. თუმცა, ჩვენს გუნდს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა იმისა, თუ როგორ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს ყველა ამ მიმართულებით, იქნება ეს NATO-ში ინტეგრაციის მიმართულება თუ თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენ ფაქტობრივად გამზადებული დავახვედრეთ გადაწყვეტილებები. ამას სჭირდებოდა მწყობრი საგარეო პოლიტიკა და ამის მისაღწევად ჩვენ ახლა გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა დავდოთ ეს შედეგები.

ენმ-ის წევრი ელენე ხოშტარია ჯონ კერის ვიზიტის შესახებ, რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები