გაფრინდაშვილი კერის ვიზიტზე: ძირითადი მესიჯია, რომ ქვეყანა უნდა მიდიოდეს წინ

ის, რომ კერის ვიზიტი არის სწორედაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ და, ასევე, მოახლოებული NATO-ს სამიტის წინ, თავისთავად, უკვე ხაზს უსვამს იმ მიზნებს, რაც ძირითადად ამ ვიზიტს აქვს საქართველოში. ბუნებრივია, დღეს ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ს მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე და ამასთან, ბუნებრივია, ჩვენ მოვისმინეთ ბატონი კერის არცთუ მთლად სახარბიელო მოწოდებები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ცოტა შორიდან რომ მოვუაროთ, სახეზე ე.წ. ხელიდან გაშვებული შანსები გვაქვს. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ დღეს კერი არ ისაუბრებდა წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და დაშინებების თავისუფლების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი დღეს კერი არ ისაუბრებდა მედიის დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების საჭიროების საკითხებზე და პროგრესის არშეჩერებაზე. დიპლომატიურ გზავნილებშიც ძირითადი მესიჯი მაინც ცალსახად იკითხება. ეს კი გახლავთ ის, რომ საქართველო უნდა მიდიოდეს წინ მედიის დამოუკიდებლობის მიმართულებით და არ დგამდეს ნაბიჯებს უკან. ქვეყანაში უნდა ძლიერდებოდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და არა - პირიქით.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ტაბულასთან საუბარში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები