ქართული ოცნება

ზოიძე: თუ დამჭირდა, არ მომერიდება, ივანიშვილს რაიმე რჩევა ვკითხო

ივანიშვილის კონკრეტული როლი, როგორ ერევა მთავრობის საქმიანობაში და რჩევას თუ ეკითხებიან, სიმართლე გითხრათ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. ერთხელ შევხვდი ყრილობაზე, როცა ამირჩიეს პოლიტსაბჭოში და ხელი ჩამოვართვი. ეს იყო მთელი ჩემი კონტაქტი ბატონ ბიძინასთან. არც მომერიდება თუ დამჭირდა, რაიმე რჩევა ვკითხო, თუ ექნება ამის სურვილი და დრო, რომ ეს გააკეთოს, მივალ და რჩევასაც ვკითხავ.

 

ქართული ოცნების საარჩევნო სიის ახალი წევრი აკაკი ზოიძე ტაბულას კითხვაზე, თავად თუ აპირებს ბიძინა ივანიშვილისთვის რჩევის კითხვას.

კომენტარები