რუსთავი 2-ის საქმე

ჩერგოლეიშვილი: თუ არ იქნება თავისუფალი მედია, არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური

მიმართვა გავავრცელეთ 18 ორგანიზაციის სახელით, რომელიც დაიცავი თავისუფლებას პლატფორმის წევრია, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 8 ოქტომბერს, რუსთავი ორმა ეგზიტპოლის შედეგები არ ამცნოს საზოგადოებას და მან არ ითამაშოს ის როლი, რაც თავისუფალმა მედიამ უნდა ითამაშოს ზოგადად ამომრჩეველთა ხმების დაცვის საქმეში. ამიტომ, მიდის ის მისთვისაც ასეთ დიდ პერსონალურ რისკზე. ის არჩევნების მოგების სხვა შანსს ვერ ხედავს. არჩევნებს ის მაინც ვერ მოიგებს. ამ ბრიფინგის მიზანი იყო ის, რომ მოსამართლეებისთვის მიგვემართა და შეგვეხსენებინა, რომ თითოეული მათგანი აგებს პასუხს იმაზე, რაც რუსთავი ორის წართმევის შემთხვევაში ამ ქვეყანაში დატრიალდება. თუ ამ ქვეყანაში არ იქნება თავისუფალი მედია, არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური და საქართველოს თითოეული მოქალაქე მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, დაკარგავს თავისუფალ მომავალს და ამაზე პასუხს აგებს თითოეული მოსამართლე, რომელიც ივანიშვილს დაეხმარება თავისი ახირების შესრულებაში.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი უზენაეს სასამართლოსთან, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა რუსთავი ორის საქმეზე მიმართვა გაავრცელეს.

კომენტარები