რუსთავი 2-ის საქმე

ნოდია: R2-ის ჩამორთმევა მფლობელებისთვის დააქვეითებს სასამართლოს ლეგიტიმურობას

ეს არის მასობრივი შეტევა ზოგადად დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, არამხოლოდ რუსთავი ორზე ან დამოუკიდებელ მედიაზე. ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც არის შეტევის ქვეშ, ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ადრეც არ იყო დამოუკიდებელი სხვადასხვა ხელისუფლების ხელში, მაგრამ ეს პროცესი თუ დამთავრდება ისე, როგორც მიდის ანუ რუსთავი ორის ჩამორთმევით მისი მფლობელებისათვის, იქნება კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული დარტყმა სასამართლოს ღირსებაზე და კიდევ უფრო დააქვეითებს სასამართლოს ლეგიტიმურობას საქართველოში და ეს პასუხისმგებლობა, მათ შორის, უნდა იგრძნოს უზენაესმა სასამართლომ.

პოლიტოლოგი გია ნოდია უზენაეს სასამართლოსთან, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა რუსთავი ორის საქმეზე მიმართვა გაავრცელეს.

კომენტარები