რუსთავი 2-ის საქმე

ცოფურაშვილი: შესაძლოა სასამართლო ივანიშვილის ბოლო წერილის გავლენის ქვეშ მოექცა

ბიძინა ივანიშვილის ბოლო წერილი, რომელიც მან საქართველოს მოსახლეობას გამოუგზავნა, ფაქტობრივად, იყო იმის მტკიცება, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ერთადერთი პრობლემა მედიაა, რომელიც ამ ყველაფერს არ აშუქებს. იქიდან გამომდინარე, თუ შემდეგ, როგორ ფორსმაჟორულ ვითარებაში განვითარდა ეს ე.წ საკუთრებრივი დავა რუსთავი 2-ის გარშემო, რომ სასამართლოს პროცესები დაჩქარდა, ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სწორედ ეს წერილი გახდა პროცესების დამაჩქარებელი და სასამართლო მოექცა წერილის გავლენის ქვეშ.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თათა ცოფურაშვილი ტაბულას გადაცემაში "თეორემა", რუსთავი 2-ის საქმის შესახებ.

კომენტარები