რუსთავი 2-ის საქმე

ცოფურაშვილი: შესაძლოა, ხელისუფლებას რ2-ის ეგზიტპოლების შიში ამოძრავებს

ჩვენ ვიცით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღესაც რუსთავი 2 ატარებს ეგზიტპოლებს  და მისი სანდოობის ხარისხი საკმაოდ მაღალია. ეს ეგზიტპოლები ამავდროულად საქართველოს მოსახლეობისთვის არის საშუალება, რომ ცესკო-ს მიერ დადებულ მონაცემებს შევადაროთ გადავამოწმოთ, გაგვიჩნდეს ან არ გაგვიჩნდეს ეჭვი არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ. სასამართლო პროცესის დაჩქარება ბადებს ეჭვს, რომ ეგზიტპოლების შიშიც უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ხელისუფლებას ამოძრავებს.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თათა ცოფურაშვილი ტაბულას გადაცემაში "თეორემა" რუსთავი 2-ის საქმის შესახებ.

კომენტარები