განათლების სისტემა

ჯეჯელავა: მასწავლებლების გამოცდების მინიმალური ზღვარი ძალიან მაღალია

2 მიზეზი მაქვს, თუ რატომ ვერ გადალახა მასწავლებლების 83%-მა გამოცდების კომპეტენციის მინიმალური ზღვარი. ერთი - ეს ზღვარი არის ძალიან მაღალი; მეორე- მასწავლებლებს არ აქვთ მოტივაცია იმიტომ, რომ ისინი ხედავენ, რომ მათ მოსწავლეებს არ უნდათ იმის სწავლა, რასაც ასწავლიან. ჩვენ ისეთ პროდუქტს ვაწვდით მოსწავლეებს, საერთო საბავშვო რეფერენდუმი რომ ჩავატაროთ - დღეს სკოლა უნდა იყოს თუ დაიხუროს, სკოლა დაიხურება. ეს ტრაგედიაა.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმაზე, ტუ რატომ ვერ გადალახა მასწავლებლების 83%-მა გამოცდების კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, სალომე ასათიანის გადაცემაში ინტერVIEW.

კომენტარები