ტერაქტი ნიცაში

ალასანია: მაქსიმალური წვლილი უნდა შევიტანოთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

ნიცაში მომხდარი თავდასხმა სასტიკი და შემზარავი დანაშაულია. ძალიან მძიმეა ფრანგების მდგომარეობა დღეს. ტერორიზმი არის მტერი, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ყველა, მთელი მსოფლიო უნდა გავერთიანდეთ. თავისუფალი დემოკრატები ვგმობთ ტერორიზმს თავისი ყველა გამოვლინებით და მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას, საქართველომ ყველა ძალებით, მაქსიმალური წვლილი უნდა შეიტანოს, ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად, ამ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ნიცაში მომხდარ ტერაქტზე.

კომენტარები