არჩევნები 2016

ნიშნიანიძე: მე მეტი შანსი მქონდა, დასახელებული კანდიდატები არაფრით არ მჯობიან

ჩვენ ისეთ ასაკში არ ვართ, რომ გული დამწყდეს რამეზე, თუმცა მოველოდი სხვა არჩევანს და ამას მარტო ჩემზე არ ვგულისხმობ, თუმცა მსგავსი რაღაცეებიც ხდება. მე ბევრად მეტი შანსი მქონდა, ვიდრე დასახელებულ კანდიდატებს. შესაბამისად, რესურსებიც და შანსიც მქონდა, რადგან მე ძველი გვარდია ვარ ქართული ოცნების. სწორედ ის ვარ, რომელიც ალბათ პირველივე ტურში მოიგებდა. ყველას წარმატებებს ვუსურვებ. ისინიც ქართული ოცნების წევრები არიან. მე ვერ ვხსნი პარტიის ლიდერების ამ გადაწყვეტილებას. კრიტერიუმები რაც არის, ათივე თითზე რომ ჩამოვთვალო, არცერთი კრიტერიუმით ისინი ჩემზე უკეთესები არ არიან.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების წევრი ომარ ნიშნიანიძე იმერეთის რეგიონის მაჟორიტარ კანდიდატებზე. აღსანიშნავია, რომ ნიშნიანიძე ქუთაისის მაჟორიტარობას აპირებდა.

კომენტარები