არჩევნები 2016

ბოკერია: ივანიშვილის დამატებითი სახეა შევარდნაძის დროის კორუმპირებული პირები

ბიძინა ივანიშვილია საერთო სახე იმ ხელისუფლების, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მათი მოღვაწეობის სახეა ის ეკონომიკური კრიზისი, ის გაღარიბება, ის ვარდნა, ის სამუშაო ადგილების დაკარგვა, რაც ჩვენ ვნახეთ ოთხი წლის განმავლობაში და სრული უპერსპექტივობის განცდა, ქვეყნის უფსკრულის პირას მიყვანა. მაგრამ თუკი დამატებითი ელფერი გვინდა ამისთვის, ივანიშვილის სახისთვის, ივანიშვილის დამატებითი სახეა შევარდნაძის დროინდელი, კორუმპირებული და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პირების წარმოდგენა. ეს არის საუკეთესო განსახიერება იმისა, რა საფრთხეს უქმნის ივანიშვილი, როცა მისი ერთ-ერთი მარიონეტი კვირიკაშვილი საუბრობს იმაზე, რომ ნარჩემაშვილი და მიქელაძე არიან საქართველოს მომავალი, ეს ჩვენ გვახსენებს, რამდენად აუცილებელია ოქტომბერში ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, რომ ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი "მომავლისგან".

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებზე.

კომენტარები