ვანო მერაბიშვილის განცხადება

მერაბიშვილი: პოლიციას არ აქვს განცდა, რომ მთავრობისთვის რეფორმა პრიორიტეტულია

დღევანდელ პოლიციელებს არ აქვთ განცდა, რომ ხელისუფლებისთვის რეფორმა პრიორიტეტულია. ვერ გრძნობენ ხელისუფლებისგან თანადგომას, ვერც მორალური და ვერც მატერიალური სახით. პოლიციელებს აქვთ განცდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება პოლიციას განიხილავს როგორც ბრძოლაში მოგებულ ნადავლს. პოლიციის რეფორმების შემოქმედებსა და მონაწილეებს, მათ მიმართ დაუფასებლობის განცდა აქვთ. მინდა მათ მხნეობისკენ მოვუწოდო. მათი შრომის მიზანი ქვეყნის წინსვლა და საკუთარი თავის თვითრეალიზაცია იყო და ამ მხრივ მათ უკვე დიდ წარმატებას მიაღწიეს.

კომენტარები