საკონსტიტუციო სასამართლო

კინწურაშვილი: საკონსტიტუციოზე ზეწოლის პროცესი რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება

ცხადია, რომ ეს პროცესი უკავშირდება რუსთავი 2-ს და არჩევნებს. გაცხადებული მიზანი, რაც აისახა ურთმელიძის გადაწყვეტილებაში, მიზანი ეს არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა რუსთავი 2-ის. სახეზეა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში რუსთავის საქმის ფორსირებული განხილვა, მეორეს მხრივ უმრავლესობამ დაწერა და მიიღო კანონი, რათა საკონსტიტუციო სასამართლო ქმედუუნარო გამხდარიყო და ამ საქმის განხილვა შეფერხებულიყო. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გააბათილებს იმ ნორმას, რომელზეც რუსთავი საკონსტიტუციოში დავობს მათ გამოეცლებათ საფუძველი რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისთვის. 

მედიის განვითარების ფონდის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე, "თეორემას" ეთერში.

კომენტარები