ქართული ოცნება

ხუხაშვილი: კვირიკაშვილი კატა ლეოპოლდივით ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებს

კვირიკაშვილს ხანმოკლე ეფექტი ჰქონდა, თუ რამე ეფექტი იყო მან უკვე გაიარა. ყველას ყველაფერზე ეთანხმება ეს ადამიანი, ის დღესაც ცდილობს, რომ ნაკლებად კონფლიქტური იყოს. თუმცა ოცნების ერთი ნაწილი მუდმივად საუბრობს ცხრა წლიან მმართველობაზე და მუდმივად კონფრონტაციულია მეორე კი პირიქით და კვირიკაშვილი აქ კატა ლეოპოლდივით ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებს. და მე არ მინდა, რომ კვირიკაშვილი ასეთივე ტიპის მულტფილმის გმირს დაემსგავსოს.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გიორგი კვირიკაშვილის მმართველობის სტილზე "თეორემას" ეთერში.

კომენტარები