ქართული ოცნება

თარხან-მოურავი: ოცნების ახალ სახეებში ჰარვარდზე გადამეტებული აქცენტები სასაცილოა

შეკითხვები უნდა დაისვას იმ ახალ სახეებთან დაკავშირებით, რომლებიც პროპორციული სიებით წარადგინა ქართულმა ოცნებამ, აქაც როგორც ყველაფერში მივდივართ რაღაც უკიდურესობისკენ. პროვინციული ფორმა შეიძინა იმან, რომ ჩამოგვითვალეს ზედიზედ 20 ადამიანი და თქვეს, რომ ისინი ჰარვარდში და იელში სწავლობდნენ, მსგავსი აქცენტები ასეთი დოზით რომ კეთდება სასაცილოა. თუ ეს ასეა ვფიქრობ, რომ მედიამ უნდა გადაამოწმოს, კონკრეტულად რა აქვს ამ ხალხს ჰარვარდში და იელში დამთავრებული, რადგანაც ზოგს შეიძლება რაღაც კურსები აქვს იქ გავლილი, ნახევარი წლით ან რაღაც გაცვლითი პროგრამით. ვფიქრობ, რომ თუ ამ კატეგორიებით გველაპარაკებიან უნდა მივეჩვიოთ და ისინი გადავამოწმოთ. 

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წევრი სანდრო თარხან-მოურავი ქართული ოცნების ახალ წევრებზე.

კომენტარები