საკონსტიტუციო სამართლო

კაპანაძე: ივანიშვილმა საქმის ბოლომდე მისაყვანად მოსამართლეებზე ზეწოლა აირჩია

ეს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ არის მართლაც სერიოზული ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან. ნათელი მაგალითია იმისა, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო არის პოლიტიკური შეტევის ქვეშ. ამას შეიძლება, ძალიან ცუდი შედეგი ქონდეს. ხელისუფლება ამას აკეთებს იმიტომ, რომ გადამწყვეტ ფაზაშია შესული ბრძოლა რუსთავი 2-ის გამო. ეს ბრძოლა მათ სამარცხვინო სამართლებრივი გადაწყვეტილებებით მოიტანეს აქამდე, ჯერ ურთმელიძის, შემდეგ კი სააპელაციოს გადაწყვეტილებით და ახლა დარჩათ საკონსტიტუციო სასამართლო მისახედი იმიტომ, რომ ამ სასამართლოში იხილება საქმე, რომელმაც უნდა სცნოს, კონსტიტუციურია თუ არა ის მუხლი, რომლის გამოც არის დავა. ეს არის საგანგაშო განცხადება. საგანგაშოა იმიტომ, რომ გადამწყვეტ ეტაპზეა ბრძოლა რუსთავი 2-თვის. ივანიშვილმა და მისმა პროკურატურამ ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად აირჩია მოსამართლეებზე ზეწოლის გზა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგი კაპანაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, რუსთავი 2-ის ეთერში

კომენტარები