პრეზიდენტზე ზეწოლა

პრემიერი პრეზიდენტის განცხადებაზე: პოლიტიკურ კომპონენტს გამოვრიცხავ

მე მქონდა პრეზიდენტთან საუბარი ამ საკითხზე[პრეზიდენტის ოჯახის წევრზე შესაძლო ზეწოლის მცდელობის ფაქტზე] რამდენიმე დღის წინ და მაშინვე დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ეს საკითხი. გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს შანტაჟი და პოლიტიკური კომპონენტი - თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს რაიმე პოლიტიკური კომპონენტი. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე, ნებისმიერმა ჩვენგანმა - მეც, პრეზიდენტმაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცველებს. რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

კომენტარები