პრეზიდენტზე ზეწოლა

კობახიძე პრეზიდენტზე: ალკოჰოლის ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული

დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა. პირველი, რაც ვიფიქრე - ზოგადად, უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი. ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ღიმილი - თუ ქვეყანა იქცევა, ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ, როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს, რაღაც ღირებული უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეც რაღაც ზეწოლაზე არ ისაუბრებს. მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია

ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაზე მის ოჯახის წევრზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

კომენტარები