თბილისის მერია

ნარმანია: თვითნებური გადათხრები დღეს ქალაქში არ ხდება

იყო [თვითნებურად გადათხრის] ცალკეული შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები მერიის ნებართვის გარეშე აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით, ჩემი დავალებით, გავაკეთეთ მაშინ შემოწმება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდა უფრო მეტად ოპერატიული თბილისის მერიის მხრიდან, როცა კომპანიები შემოდიან ნებართვაზე. ამიტომაც, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ცალკეულს კომპანიებს მიეცათ მითითებები, შენიშვნები. რამდენიმე კომპანია დაჯარიმდა კიდეც ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან და ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ჯარიმების სახით, ბიუჯეტში თანხის მობილიზება მოვახდინეთ, მეორე მხრივ, კომპანიები დღეს უფრო ფრთხილად არიან და იღებენ შესაბამის ნებართვას თბილისის მერიიდან. თვითნებურ გადათხრებს, დღეის მდგომარეობით, ქალაქში ადგილი არ აქვს.

თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის ქუჩების თვითნებურად გადათხრაზე.

კომენტარები