კორცხელის ინციდენტი

პრეზიდენტი: უნდა გაეცეს პასუხი, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კალაძეს

ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ კორცხელის ინციდენტში მონაწილეებისადმი სათანადო სამართლებრივი რეაგირება, მეტიც, ეს ადამიანები პარტიულ ყრილობაზე ვიცეპრემიერ კალაძის გვერდით ისევ გამოჩნდნენ, რაზეც ქართული ოცნების შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან ყველგან მის გვერდით. პრეზიდენტი მიიჩნევს, და ამის თაობაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისთვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება. პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, თუ რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსს, სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ვიცეპრემიერი ღია ეთერებში აკეთებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ყოველკვირეულ ბრიფინგზე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით.

კომენტარები