კორცხელის ინციდენტი

აბაშიშვილი: კორცხელის ინციდენტში მონაწილეებთან კავშირი თავად კალაძემ გაამხილა

რაც შეეხება კორცხელის ინციდენტს და ბატონ კალაძეს, ვინ გაუსვა ხაზი კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებთან ბატონი კალაძის კავშირს იმაზე მეტად, ვიდრე ეს თვითონ ბატონმა კალაძემ გააკეთა? - მან ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს იმ ადამიანებზე, რომლებიც ინციდენტში ფიგურირებდნენ, კამერების თვალწინ, ღიად გააკეთა განცხადება, რომ მისი პოლიტიკური გუნდის წევრები არიან. ახლა ამას რაიმე ზედმეტი ხაზგასმა უნდა? მე ვფიქრობ, რომ გარკვეული საკითხი ძალიან ღიად ჩანს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი კორცხელის ინციდენტზე მაესტროს ეთერში.

კომენტარები