ხიდაშელი: ბევრი წელია, საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა დამავიწყდა

საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში რომ არსებობდა, ეს დამავიწყდა ბევრი წლის განმავლობაში, რაც ადასტურებს იმას, რომ გიორგი პაპუაშვილი და მოსამართლეთა ეს შემადგენლობა მოსამართლეები არ გამხდარან 2012 წელს. ისინი ძალიან ბევრი წელია მოსამართლეები არიან და ძალიან ბევრი წელია ჩვენ ყველას დაგვავიწყდა, რომ ეს სასამართლო არსებობდა. დაგვავიწყდა არა იმიტომ, რომ იქ ვინმე არ მიდიოდა და არ ჩიოდა, არამედ იმიტომ, რომ მათ თავად დაავიწყდათ თავიანთი ფუნქიები. დღეს ის ძალიან აქტიურია. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მე ბედნიერი ვარ იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაჩნდა ამ ქვეყანაში, როგორც ფაქტორი. დიახ, გიორგი პაპუაშვილის ობიექტურობაზე მე მაღალი აზრი ძალიან დიდი ხანია არ მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურად არაფერს იმ ტიპის პრობლემებთან მიმართებაში, რაზეც ის საუბრობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები