ხოშტარია კირბალის ინციდენტზე: უსაფრთხოების სისტემა მთლიანად მოშლილია

საქართველოს ხელისუფლება ვერ იცავს საქართველოს მოქალაქეებს, მოშლილია უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის სისტემა მთლიანად. სათანადო მუშაობის პირობებში სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთი შემთხვევები არ მოხდეს ან მოხდეს ბევრად ნაკლები. გარდა იმისა, რომ არ ხდება ამის პრევენცია, რეაგირებაც არ ხდება ასეთ შემთხვევებზე - ეს არ არის არც საერთაშორისო და არც ჩვენი განსჯის საგანი. ჩვენ ვნახეთ, რომ ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ ფაქტობრივად აღარაფერი აღარ ხდება, ამაზე არავინ არავის პასუხს არ თხოვს და ეს უკვე ჩამოყალიბდა სისტემად, რომ საქართველო იქცა ტერიტორიად, სადაც თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ ადამიანები გაიტაცო და ამის გამო არანაირი ფასი არ იყოს გადახდილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია კირბალში მომხდარ ინციდენტზე. 26 ივლისს საოკუპაციო ძალებს სოფელ კირბალის ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობა ჰქონდათ, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოკლე ბმული: