NDI-ის კვლევა

ბესელია NDI-ზე: მძიმე მემკვიდრეობის გამო სოციალური პრობლემები ჯერ კიდევ რჩება

არის, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა და პრობლემა და რჩება ეს პრობლემები იმის მიუხედავად, რომ 2012 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში. იმდენად მძიმე მემკვიდრეობა ჩავიბარეთ, რომ სოციალური პრობლემების სრულად აღმოფხვრა დღემდე ჯერ ვერ მოხდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს შეთავაზება კონკრეტული პროგრამებითა და რეფორმებით, რომლითაც უნდა დაიძლიოს სოციალური პრობლემები ქვეყანაში. ვიდრე ერთი ადამიანიც კი რჩება ღარიბი, უპოვარი და მიუსაფარი, ბუნებრივია, ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ გავაკეთოთ ყველაფერი თითოეული ამ ადამიანის დასაცავად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია NDI-ის კვლევის შედეგებზე.

კომენტარები