სტრასბურგის სასამართლო

წულუკიანი ევა გოცირიძეზე: ქულებს არა მორალში, არამედ კომპეტენციაში წერენ

არ მგონია, რომ ადამიანებს შეუძლიათ ქულები დაწერონ მორალში. ქულები იწერება კომპეტენციაში. რაც შეეხება ევა გოცირიძის კანდიდატურას, ის არის ზუსტად იმავე გამჭვირვალე და საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატი, როგორებიც სხვა დანარჩენი კანდიდატები არიან. ის არის ქალი კანდიდატი, რომლის არსებობაც აუცილებელია სამპირიან სიაში. არის თუ არა ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის შესაფერისი კანდიდატი, ამას არ ვადგენთ არც მე, არც საქართველოს მთავრობა, არც არასამთავრობო სექტორი. ამას ადგენს ის კოლეგია, რომელმაც წინა ქალი [ნანა მჭედლიძე] კანდიდატი სტრასბურგში შეაფასა შეუსაბამოდ მისი კარიერული განვითარებისა ამ ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ ვაგზავნით ახალ ქალ კანდიდატს, რომელიც, ჩემი აზრით, კონკურენციას ნამდვილად გაუწევს ბატონ ალექსანდრე ბარამიძეს, როგორც მამაკაც კანდიდატს. დაველოდოთ სტრასბურგის ორგანოების შეფასებას, რომელიც შეიძლება იყოს ან დადებითი, ან ისევ უარყოფითი.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევა გოცირიძის სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენაზე.

კომენტარები