საკონსტიტუციო სასამართლო

კოპალეიშვილი: ზეწოლის შესახებ მოსამართლეების უმრავლესობამ ვიცოდით

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ღიად ვიტყვი, რომ ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრებზე, ჩემს ახლობლებსა და მეგობრებზე არავითარი ზეწოლა და ზემოქმედება არ მომხდარა. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ასეთ ფაქტები ჩემი რომელიმე კოლეგის მიმართ არ მომხდარა. მე და მოსამართლეების უმრავლესობა საქმის კურსში ვიყავით. რაც შეეხება ჩემი კოლეგების განცხადებას, მე, როგორც მათი კოლეგა, თავს შევიკავებ მათი მოსაზრებების კომენტირებისა და განხილვისგან. როდესაც ჩვენ პლენუმის ფარგლებში შევხვდებით, მათთან მექნება კითხვები. ამავდროულად, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ნებისმიერმა მოსამართლემ უნდა გამოიჩინოს მორალური სიმტკიცე, უნდა იყოს შინაგანად თავისუფალი, რომ მან გაუძლოს ყოველგვარ ზეწოლას ნებისმიერი გარე ფაქტორისგან. ეს ნებისმიერი მოსამართლის მოვალეობაა. მოსამართლე, რომელიც არის შინაგანად თავისუფალი და აქვს შინაგანი სიმტკიცე, ვერანაირად ვერ აღმოჩნდება ამა თუ იმ ძალის პიროვნების ზემოქმედებისა და გავლენის ქვეშ.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მაია კოპალეიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე.

კომენტარები