საქართველოს მთავრობა

პრემიერი: ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული

მივესალმები ჩვენი მთავრობის ორ ახალ წევრს - ქალბატონ ქეთი ციხელაშვილს და ლევან იზორიას, მინდა, ვუსურვო მათ წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული. ძალიან კვალიფიციური ორი ახალი წევრი შემოგვემატა და დარწმუნებული ვარ, რომ ორივე უწყება იქნება ძალიან წარმატებული და ბევრი კარგი საქმე გაკეთდება ორივე მიმართულებით.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები