საქართველოს მთავრობა

პრემიერი: ზურაბ პატარაძემ ძალიან ეფექტურად დაიწყო მოღვაწეობა აჭარაში

წარმატება მინდა ვუსურვო აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. მან ძალიან ეფექტურად დაიწყო მოღვაწეობა აჭარაში. ზურაბი გახლავთ ყოფილი დიპლომატი, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ასევე წარმატებული მთავრობის თავმჯდომარე იქნება. რაც შეეხება არჩილ ხაბაძეს, არჩევნებთან დაკავშირებით მას მოუწევს უკვე საარჩევნო პროცესში ჩართვა და ეს ცვლილება სწორედ ამით იყო განპირობებული. მინდა, გადავუხადო მას მადლობა და ასევე წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდთან ერთად უკვე არჩევნების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები