რესპუბლიკური პარტია

უსუფაშვილი რესპუბლიკელებზე: ჩვენ არ ვართ მანჩესტერი, ჩვენ ვართ ლივერპული

ჩვენ პურს ვერ ვაცხობთ, ეგ არ ვიცით, ჩვენ ვერ მოგვყავს კარგი მოსავალი, ვერ ვთოხნით კარგად, ანუ ამ თემებში არ ვვარგივართ, მაგრამ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც ემსახურება საქმეს, რასაც ჰქვია პოლიტიკის კეთება. პოლიტიკურ ველზე სათამაშოდ, პრემიერლიგა რომ არსებობდეს და შედარებისთვის ფეხბურთის გუნდებში რომ გადავიდეთ, საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შორის ჩვენ ვართ სერიოზული ძალა. არ ვართ ბატონო, ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი, რომელიც ყოველ მეორე წელს ხდებოდა ჩემპიონი ბრიტანეთში, მაგრამ სამაგიეროდ ვართ ლივერპული, რომელიც სულ კარგ თამაშებს თამაშობდა და მუდმივად ყოჩაღად იყო.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

კომენტარები