თავდაცვის სამინისტრო

იზორია: დაფინანსების გაზრდა არ იქნება ჩემი აპრიორი

რაც შეეხება დაფინანსებას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი უწყების ხელმძღვანელი (არა მხოლოდ თავდაცვის უწყების) იმისთვის, რომ გამოწვევებთან ადეკვატური იყოს უწყება, ყოველთვის ცდილობს, რომ დაფინანსება იყოს გაზრდილი, თუმცა ეს არ იქნება ჩემი აპრიორი და პრობლემებთან გამკლავების დროს, ფოკუსირება მხოლოდ ფინანსებზე არასწორია... ჩემი მთავარი დაპირება რაც იყო, არის ის, რომ რა რესურსიც არის, იყოს ოპტიმალურად გამოყენებული. თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში იყო პრობლემები ჩაცმასთან, კვებასა და დისციპლინასთან დაკავშირებით. მოდით, ჯერ რაც ფინანსების გარეშე შეიძლება მოგვარდეს, ამას მივაქციოთ მაქსიმალური ყურადღება და იქ, სადაც ფინანსებია საჭირო, ამასაც ყოველთვის პრინციპულად დავაფიქსირებ. მთავრობისთვის და ამ უწყების ხელმძღვანელისთვის პრიორიტეტი, ბუნებრივია, იქნება უსაფრთხოება, ჯარის კარგ პირობებში არსებობა და შესაძლებლობის შემთხვევაში მთავრობა ჯარს გვერდით დაუდგება.

თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია.

კომენტარები