მოსამართლეებზე ზეწოლა

კალაძე: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პაპუაშვილი იტყუებოდა

როგორც იცით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ბატონი პაპუაშვილის მხრიდან, აშკარად წარმოადგენდა, ყოველ შემთხვევაში, იყო მცდელობა დისკრედიტაციის შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებისა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასევე მოვისმინეთ მოსამართლეების განცხადებები, რომ არავითარი ზეწოლა არავის მხრიდან არ ყოფილა. ასე რომ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პაპუაშვილი იტყუებოდა. მე პირველივე დღეს გამოვთქვი ეჭვი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკური მანიპულაცია, რადგან პაპუაშვილი პირადად მიხეილ სააკაშვილის მოსამართლე იყო.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე.

კომენტარები