საქართველოს თავდაცვა

ხიდაშელი: საიდუმლო ობიექტები რომ არ ყოფილიყო, საიდუმლოს სტატუსს ვერ მოვხსნიდით

ეს ადამიანი [გოდერძი ორმოცაძე] მე გავათავისუფლე თავდაცვის სამინისტროდან იმის შემდეგ, რაც გავარკვიე, რომ ასეთ ამბავს, ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. არ ვეთანხმები სარეჟიმო წესის დარღვევის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. ვნახოთ, რას იტყვის გამოძიება, არ შემიძლია მისამართების დასახელება იმ ობიექტების, რომელზეც საუბარია, მაგრამ ის ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ საიდუმლო ობიექტები იყო. ამის ძალიან მარტივი დადასტურება შემიძლია გითხრათ, ერთ-ერთი უშიშროების საბჭოში სხდომაზე ჩვენ მოვხსენით მას საიდუმლოს სტატუსი, ანუ მანამდე ის საიდუმლო დაწესებულება იყო, სხვანაირად ვერ მოვხსნიდით ამ სტატუსს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საიდუმლო ობიექტების შესახებ ინფორმაციის შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით.

კომენტარები