ქორწინების თანასწორობა

ცაგარეიშვილი ქორწინებაზე: დაეჭირა ენმ-ს მხარი და არ იქნებოდა წინასაარჩევნო თემა

რუსული ნარატივი, ჩვენი აზრით, აქეთა მხრიდანაცაა შემოჭრილი საკმაოდ ძალუმად და იქიდანაც ანუ [ქორწინებაზე რეფერენდუმის] მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების. ჩვენ ვფიქრობდით, რომ სწორედ ეს რუსული ნარატივი დაგვემარცხებინა და დამთავრებულიყო ამ თემაზე საუბარი. კარგი იქნებოდა, საქართველოს პარლამენტში დასრულებულიყო ამ თემაზე საუბარი. ეს ნაციონალურმა მოძრაობამ არ მოინდომა, არ შეუერთდა ამ ინიციატივას, ჩააგდო ეს ინიციატივა და ახლა ისევ ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ ეს არის რუსული ნარატივი და წინასაარჩევნო თემა. თქვე კაი დედმამიშვილებო, დაგეჭირათ ერთი თვის უკან ამ საკითხისთვის მხარი და არ იქნებოდა წინასაარჩევნო თემა. ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი, ორივე ბოლოში სააკაშვილის თავია მორგებული. მე ეს ჯოხი კარგა ხანია გადავაგდე, სანაგვეზე მოვისროლე, მაგრამ აგერ კიდევ არის წამოწეული ეს ამბავი. გეუბნებით, რომ დაეჭირათ მხარი 7-8 თვის უკან, ეს თემა იქნებოდა დასრულებული. არ დაუჭირეს და ახლა ისევ წამოიწია. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ამ თემით ისარგებლებდნენ სხვადასხვა ჯგუფები, ამ თემას სწორედაც გამოიყენებდნენ წინასაარჩევნოდ, მაგრამ არ დაგვიჯერა არც ენმ-მა და არც ქართულმა ოცნებამ და ახლა ორივე დილემის წინაშე აღმოჩნდა - რა ვქნათ? ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ. არის საქართველოს პრეზიდენტი და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ცაგარეიშვილი ქორწინებაზე რეფერენდუმის შესახებ.

კომენტარები