ზეწოლა ოპონენტებზე

ქანთარია ენმ-ის ოფისის დარბევაზე: ვიღაც მთვრალმა ქვა ისროლა, ეს არაა სისტემური

ეს ექსცესი მართლაც სამწუხაროა. ვიღაც დათვრა, გაიარა, ქვა ესროლა და ფანჯარა ჩატეხა, ეს ცალკეული შემთხვევა, რა თქმა უნდა, არ არის დაგეგმილი და გამიზნული. რომელიღაცა მთვრალმა მოახდინა ეს და ვფიქრობ, ეს ადვილად გამოაშკარავდება. მით უმეტეს პატარა უბანში, ალბათ, ყველამ იცის, ვინაა შემჩნეული ასეთ რამეებში. ასეთი რამეები შეიძლება ცალკეული მოხდეს, ვიღაცას ჭკუა გადაუბრუნდეს, ვიღაცას ფეხი გადაუბრუნდეს, მაგრამ ეს არაა დაგეგმილი, ეს არაა სისტემური. ამას აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მოვახდენთ და არ ავყვებით პროვოცირებას. თუმცა, არაა გამორიცხული და ნამდვილად ასეა, რომ პარტიათა გარკვეულ რაოდენობას, მით უმეტეს ნაციონალურ მოძარობას, ასეთი კამპანია, რა თქმა უნდა, არ აწყობთ, სხვა დავალებები აქვთ. მათ აქვთ მთელი კალენდარი შედგენილი, როგორ ამოწიონ სკანდალური თემები, რა პროვოკაციები მოახდინონ, მაგრამ ამ პროვოკაციებზე ჩვენ ნამდვილად არ ავყვებით და ეს ძალა, თქვენ ხედავთ, რომ მართლა გადის აფსაიდში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დედოფლიწყაროში ენმ-ის ოფისის დარბევაზე.

კომენტარები