საკონსტიტუციო სასამართლო

ლომჯარია: ბესელია-ფოფხაძის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებზე გამოძიება უნდა დაიწყოს

ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის განცხადებაში მოყვანილი ფაქტებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ის ფაქტები, რაზეც პარლამენტის ორი დეპუტატი საუბრობს, არის საგანგაშო, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის ნიშნებს. ასევე საუბარია თვითონ სასამართლოს შიგნით მანიპულაციებზე მოსამართლეთა მხრიდან კონკრეტული მხარის სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც თუნდაც პაპუაშვილი საუბრობდა ზეწოლაზე, ჩემი პოზიცია იყო ის, რომ უნდა წასულიყო პროკურატურაში და მოსამართლეებს მიეცათ ჩვენება. ასევე ვფიქრობ ახლაც, როდესაც ამ მასშტაბის ბრალდებებზე სერიოზული პირების მხრიდან არის საუბარი, პირველ რიგში, მათაც უნდა მიემართათ გამოძიებისთვის, პროკურატურამ უნდა დაიწყოს დამოუკიდებლად გამოძიება და უნდა დაიკითხონ მოსამართლეები, რომელზეც საუბარია.

სამართლიანი არჩევნების კონსულტანტი ნინო ლომჯარია ინტერპრესნიუსთან საუბარში, ე.წ საკონსტიტუციო რევოლუციის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატების ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძის განცხადებაზე.

კომენტარები