ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

ფოფხაძე: გაჩუმებით თუ გვინდა პრობლემების გადაჭრა, ჩრდ. კორეაში უნდა ვიცხოვროთ

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების პოლიტიზება არის ძალიან საშიში და ეხება როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე მის მომავალს. საჯარო სივრცეში ამ თემებზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, უნდა მოექცეს კორექტულობის ფარგლებში იმიტომ, რომ ზოგადად სწორია, აზრის გამოთქმის დროს ადამიანი უნდა იყო კორექტული და არავის აყენებდე შეურაცხყოფას. გაჩუმებით და ართქმით თუ გვინდა პრობლემები გადავწყვიტოთ, მაშინ ჩრდილოეთ კორეაში უნდა ვიცხოვროთ.

ქართული ოცნების წევრი გედევან ფოფხაძე პრეზიდენტის განცხადებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკოსებმა და მოსამართლეებმა თავი უნდა შეიკავონ საჯარო დისკუსიისგან.

კომენტარები