ნარკოპოლიტიკა

წიქარიშვილი სტურუას თვითმკვლელობაზე: ეს არა ერთი ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა

ეს არ არის მხოლოდ სტურუების ოჯახის ტრაგედია, ეს არის ქვეყნის ტრაგედია, რომელიც მოქმედი ნარკოპოლიტიკის, პოლიციის პოლიტიკის პირობებში ხდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ტრაგედიებით სრულდება მათი ფაშისტური მოქმედებები, ეს უნდა აღიკვეთოს დაუყოვნებლივ.

 

ბექა წიქარიშვილი, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი, 12 აგვისტოს სოფელ დაფნარში მომხდარ თვითმკვლელობას ეხმაურება. გარდაცვლილის წერილის მიხედვით, პოლიციელი აიძულებდა მიეწოდებინა ინფორმაცია, ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის სოფლებში. საქართველოს პროკურატურა საქმეს სსკ-ის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, რომლის სავარაუდო მუქარის გამო, 22 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა

კომენტარები