სამნიძე: კიდევ კარგი, ბოლოს 1 ქალი მაინც წარადგინა მაჟორიტარ კანდიდატად "ოცნებამ"

მმართველმა პარტიამ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა აჭარით დაასრულა. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აჭარაში საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უარყოფითად აფასებს: არცერთი მაჟორიტარი უმაღლესი საბჭოს წევრებისგან, არცერთი კანდიდატი ადგილობრივი და რეგიონული პარტიული ორგანიზაციიდან და არც ერთი კანდიდატი „ოცნებური“ პოლიტიკური წარსულით.

აჭარამ დიდი ხანია გაიარა ნათესავ–ნაცნობებზე აგებული პოლიტიკა და ფასადური ცვლილებები პოლიტიკურ პოზიციებზე. აჭარაში ოთხწლიანი მმართველობის ბოლოს წინასაარჩევნოდ შეცვლილი მთავრობის თავმჯდომარე და ივანიშვილის ლიდერობის იმედად წარდგენილი პოლიტიკურად გამოუცდელი მაჟორიტარობის კანდიდატები წარმატებას ვერ მოიტანს.
გამოწვევა მიღებულია! ჩვენთვის, რესპუბლიკელებისთვის აჭარაში ორივე, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია: პარტიის თავმდჯომარე - ხათუნა სამნიძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი – დავით ბერძენიშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე – ტრისტან ჯინჭარაძე, ეროვნული კომიტეტის წევრი – გიორგი მასალკინი – ჩვენი წარსულით, პოლიტიკური გამოცდილებით ვართ ამ გამოწვევისთვის მზად!

არ შეიძლება პოლიტიკურ ორგანოებში პოლიტიკის გარეშე!

პ.ს. კიდევ კარგი, ბოლოს 1 ქალი მაინც წარადგინა მაჟორიტარ კანდიდატად "ოცნებამ".

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აჭარაში ქართული ოცნების კანდიდატების შესახებ საუბრობს. კანდიდატები პრემიერმინისტრმა და მმართველი პარტიის ლიდერმა 13 აგვისტოს, ბათუმში დაასახელა.

კომენტარები