ვლადიმერ ბედუკაძის პარტია

ხოშტარია ბედუკაძის რეკლამაზე: პირდაპირი პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია

 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბედუკაძისა და ხაჩიაშვილის პოლიტიკური რეკლამა საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა მთავრობას და პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრია, რომელმაც სრული მხარდაჭერით შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებად ის ადამიანები გვევლინებიან, რომლებიც საქართველოს სახელმწფოს, საქართველოს სუვერენიტეტს უარყოფენ. ჩვენ გვახსოვს რომ ბედუკაძე, რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული, გმირად აქციეს და დღემდე ივანიშვილის ვიწრო გარემოცვაშია. ხაჩიაშვილი კი ღიადაა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში. ესაა იმ არაჯანსაღი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 4 წელია მიმიდნარეობს და ეს უნდა შეიცვალოს 8 ოქტომბერს, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ჩევნი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის რელსებს.

ენმ-ის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის პრორუსული რეკლამის გაშვებას ეხმმაურება.

კომენტარები