ვლადიმერ ბედუკაძის პარტია

კინწურაშვილი: ბედუკაძის პარტიის რეკლამა ანტიკონსტიტუციური შინაარსისაა

პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასეთი კლიპები, ასეთი შინაარსის მასალები მოხვედრილიყო ეთერში. ცხადია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შევიდოდა რეკლამის შინაარსობრივ მხარეში. ახლა საკითხი დგას ასე - რა რეაგირებას მოახდენს ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური შინაარსის რეკლამა. კონსტიტუციით აკრძალულია ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფას ისახავს მიზნად და სწორედ ასეთი შინაარსისაა ბედუკაძის რეკლამა. 

მედიის განვითარების ფონდის თავმჯდომარე "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" და მათი საარჩევნო რეკლამის შესახებ საუბრობს, რომელიც პრორუსულ განწყობებს აღვივებს.

კომენტარები