ცენტრისტები

ჩიქოვანი ცენტრისტებზე: ასეთ მოწოდებებს საქართველოში ადგილი არ უნდა ჰქონდეს

ის მესიჯები და გზავნილები, რომელიც გაჟღერებულია ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის [ცენტრისტების] მიერ, აბსოლუტურად მიუღებელია, მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ და მისი მთლიანობის აღდგენის შეუძლებლობისკენ. მივმართავთ ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაატაროს ნებისმიერი ფორმის ღონისძიება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ასეთი მოწოდებები ღია, პირდაპირ ეთერში არ უნდა ჟღერდებოდეს და ასეთ მოწოდებებს საქართველოში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ეს ადამიანები აჟიოტაჟით ცდილობენ ყურადღების მიქცევას, რაც აბსოლუტურად ზედმეტია, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოებაში არ არსებობს არანაირი სოლიდარობა მათ მიმართ. არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მზად იქნება, მხარი დაუჭიროს იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ რაღაცას მოუწოდებენ საქართველოს. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად სწრაფად, მოქმედი კანონმდებლობის პირობებში შეზღუდოს ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების გაჟღერება ნებისმიერი ეთერით ან თუნდაც საჯარო თავშეყრის ადგილებში.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ირაკლი ჩიქოვანი ლადო ბედუკაძის პარტია ცენტრისტების მოწოდებებზე.

კომენტარები