ცენტრისტები

რუხაძე: პრორუსული ძალების გააქტიურება ხელისუფლების დამსახურებაა

ის, რომ ამ სარეკლამო რგოლში [ცენტრისტების] გამოკვეთილია ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები, და ის, რომ ეს პოლიტიკური ძალა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, ცხადზე ცხადია და შესაბამისი რეაგირება უნდა მისცეს როგორც მარეგულირებელმა კომისიამ, ასევე ცესკომ. მაგრამ მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დღისით, მზისით, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ვისმენთ ტელევიზორით და ეს ყველაფერი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება. ის ფაქტი, რომ, ბედუკაძე და მისი პოლიტიკური თანამოძმეები დღეს აქტიურობენ და ის, რომ პრორუსული ძალები გააქტიურებულები არიან პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება და მისი პოლიტიკის დამსახურება.

მოძრაობის პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რუხაძე ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლზე.

კომენტარები