ქართული ოცნება

სერგეენკო ოცნების კანდიდატებზე: მათთან ერთად ოთხმოციანებში ვთამაშობდით რაგბის

გუშინ წარდგენილი კანდიდატებიდან რამდენიმე მათგანს პირადად ვიცნობ. მათ ნაწილთან ოთხმოციან წლებში ერთადაც ვთამაშობდით რაგბის. მარიამ ჯაში ჩემი მოადგილე იყო, სხვათა შორის, მარიამის დიდი დამსახურებაა როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შექმნა. აქ არიან ადამიანები, რომელთაც მე შემიძლია მხარში ამოვუდგე და ვფიქრობ, რომ ისინი მართლაც სასარგებლო იქნებიან ქვეყნისთვის და დედაქალაქისთვის.

ქართულმა ოცნებამ თბილისის ორ უბანში, ისანსა და ვაკეში კანდიდატებად მორაგბეები, ირაკლი აბუსერიძე და ბიძინა გეგიძე წარადგინა.

კომენტარები