ვლადიმერ ბედუკაძე

ხიდაშელი: ბედუკაძის გათავისუფლებაზე მე რატომ უნდა ვიგრძნო პასუხისმგებლობა?

მე რატომ უნდა იგრძნო პასუხისმგებლობა? მთავარი პროკურორი ვიყავი ქვეყნის, მე გავუფორმე საპროცესო შეთანხმება თუ მე დავთანხმდი ამ საპროცესო შეთანხმებას და მოვიწონე მერე მისი ეს საქციელი? გამეცადინებთ ახლა -  ხელისუფლებაში არიან პოლიტიკური პარტიები და მერე ადამიანებს აქვთ სხვადასხვა პასუხისმგებლობები. როდესაც შენ ხარ პასუხისმგებელი ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, პასუხს აგებ ყველა გადაწყვეტილებაზე. როცა შენთან მოდის ეს სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასადასტურებლად, ხმის მისაცემად, ისევ შენ ხარ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა ფორმალურად არანაირი საქმე არ გაქვს გადაწყვეტილებასთან და ამასობაში, აპროტესტებ ყველა შესაძლო ფორმით, ხელისუფლებაში მყოფი ცდილობ, შეეწინააღმდეგო, განსხვავებით თქვენი დირექტორის მეუღლისგან [მიმართავს ტაბულას], რომელიც მორჩილად ყოველთვის ყველაფერს "აპრავებდა", როცა ხელისუფლებაში იყო. ნამდვილად არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას. პირველი წუთიდან, როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბედუკაძესთან იგეგმებოდა საპროცესო შეთანხმება, ერთადერთი ადამიანი ვიყავი საქართველოში, რომელსაც ტელეეთერი არ დაუტოვებია, რომ ეს საკითხი არ გამეპროტესტებინა, მაგრამ არჩილ კბილაშვილმა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ტაბულას კითხვაზე - "მაშინ, როდესაც ვლადიმერ ბედუკაძე საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს, რესპუბლიკური პარტია კოალიცია ქართული ოცნების შემადგენლობაში იყო. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას"?

კომენტარები